ლოგოს დამზადება

კითხვა პასუხი

როგორ ვმუშაობთ?

ლოგოს დამზადება ხდება ასე:
1.პირველ რიგში ავსებთ კითხვარს, სადაც წერ შენს მოთხოვნებს თუ როგორი ლოგო გსურთ, (სახელი, სლოგანი ფერები, სტილი და სხვა).
2.ამის შემდეგ მზადდება ლოგოს დიზაინი და გადაეცემა დამკვეთს შესაფასებლად.
3.დამკვეთი გაეცნობა დიზაინს და სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია შევიტანოთ ცვლილებები მის საჭიროებებს შესაბამისად.
4.როდესაც ლოგოს საბოლოო ვერსია შეთანხმდება და სამუშაო დასრულდება, დამკვეთს ვაწვდით ყველა საჭირო ფორმატს: PDF, SVG, AI, PNG და JPG — იმისთვის, რომ ლოგოს გამოყენება მარტივად შეძლოს როგორც ციფრულ, ისე საბეჭდო გარემოში.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა – რა ღირს ლოგოს დამზადება?
ლოგოს ფასი ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დიზაინის სირთულესა და სამუშაოს მოცულობაზე. თითოეული პროექტი განიხილება ცალკეულად, რათა მაქსიმალურად მოერგოს თქვენს საჭიროებებსა და მოლოდინებს. დეტალების გასარკვევად და ზუსტი შეფასებისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ კონსულტაციისთვის.

ლოგოს საბოლოო ვერსია იგზავნება შემდეგ ფორმატებში:
1. AI – სამუშაო ვექტორული ფაილი (Adobe Illustrator)
2. SVG – ვექტორული ფორმატი ვებგამოყენებისთვის
3. PDF – მაღალი ხარისხის ბეჭდვისთვის
4. PNG – გამჭვირვალე ფონის მქონე
5. JPG – სტანდარტული გამოსახულება სხვადასხვა მიზნებისთვის

ჩვენ ვქმნით ლოგოს სხვადასხვა ტიპს, როგორიცაა ტექსტური ნიშნები, სიმბოლოები, ემბლემები და შერეული (კომბინირებული) ვერსიები.

ლოგოს სტილი შეირჩევა თქვენი ბრენდის იდენტობისა და ვიზუალური მოთხოვნების შესაბამისად, რათა შეესაბამებოდეს მის ხასიათს და მიზნებს.

1. ბრენდის სახელწოდება – ზუსტად როგორ უნდა გამოჩნდეს ლოგოზე.
2. ლოგოს ტიპი – გსურთ ტექსტური, სიმბოლური, ემბლემა თუ კომბინირებული ლოგო?
3. სტილი – მინიმალისტური, მხატვრული და ა.შ.
4. ფერების შეხედულება – გსურთ კონკრეტული ფერების გამოყენება ან თავიდან არიდება?
5. მონახაზი (არსებობის შემთხვევაში) – თუ გაქვთ რაიმე მაგალითი ან იდეა, რომელიც მოგწონთ.
6. მოთხოვნები ან შენიშვნები – ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ.

💳 გადახდა ორ ეტაპად ხდება — 50% სამუშაოს დაწყების წინ, ხოლო დარჩენილი ნაწილი ლოგოს დასრულების შემდეგ.
🎨 შეგიძლიათ მოითხოვოთ ცვლილებები, თუ ლოგოს პირველ ვერსიაში რაიმე არ მოგეწონებათ.
🔁 თუ ცვლილებების შემდეგაც ლოგო მაინც ვერ დააკმაყოფილებს თქვენს მოლოდინს, თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
ჩვენ ვაფასებთ ნდობას და ვზრუნავთ თქვენს კმაყოფილებაზე.

1. ლოგოს დამზადება
2. სავიზიტოს ბარათის დიზაინი
3. სავიზიტოს ბარათის დიზაინი
4. პოსტერის დიზაინი
5. INTRO ვიდეო
6. სარეკლამო ბანერი
7. ვიდეო რეკლამა
8. არსებული ლოგოს განახლება
9. ვებ გვერდის დამზადება