2021 წლის ორი მთავარი ფერი დასახელებულია



2021 წლის ფერი (ფერები) ფერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის Pantone-ს მიხედვით, ამჯერად ორი ფერის – მკვეთრი ნაცრისფერის 17-5104 Ultimate Grey და კაშკაშა ყვითელის 13-0647 Illuminating კომბინაცია იქნება. ეს ორი დამოუკიდებელი ფერი, ერთობლიობაში სიძლიერისა და იმედის სიმბოლოს გამოსახავს. ნაცრისფერი, როგორც ქვასავით მყარი, სიმშვიდისა და მდგრადობის განცდას გვანიჭებს, ხოლო ყვითელი, როგორც ოპტიმიზმისა და სითბოს წყარო, მზის სხივებით გაჟღენთილი მხიარული ენერგიით გვავსებს. “პრაქტიკული და მყარი, მაგრამ ამავე დროს თბილი და ოპტიმისტური, ეს არის ფერების კომბინაცია, რომელიც სიმტკიცესა და იმედს გვაძლევს. 

ჩვენ უნდა ვიგრძნოთ წახალისება და ამაღლებული განწყობა. ეს აუცილებელია ადამიანის სულისთვის, “- განაცხადა Pantone Color Institute- ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეიტრის ეიზემანმა.